"სიმპსონებში" ტრამპის გაპრეზიდენტება 16 წლის წინ იწინასწარმეტყველეს
მულტსერიალ "სიმპსონების" შემოქმედებითმა ჯგუფმა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება 16 წლის წინ იწინასწარმეტყველა. ერთ-ერთ სერიაში, რომელიც 2000 წელს არის გადაღებული, ბარტ სიმპსონი საკუთარ მომავალს ხედავს. ამ დროს მისი და ლიზა ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი ხდება.
"როგორც იცით, პრეზიდენტ ტრამპისგან მემკვიდრეობით საკმაოდ მწირი ბიუჯეტი გვერგო", - მიმართავს ლიზა თავის კაბინეტს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ სერიალის მიხედვით, წინა პრეზიდენტი ტრამპი იყო.
"როგორც იცით, პრეზიდენტ ტრამპისგან მემკვიდრეობით საკმაოდ მწირი ბიუჯეტი გვერგო", - მიმართავს ლიზა თავის კაბინეტს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ სერიალის მიხედვით, წინა პრეზიდენტი ტრამპი იყო.