დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეუღლესთან და ერთ შვილთან ერთად იცხოვრებს
აშშ-ის პრეზიდენტი მარავალრიცხოვანი ოჯახით გამოირჩევა. დონალდ ტრამპს 3 ქორწინებიდან 5 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს. თუმცა იგი თეთრ სახლში ამჟამინდელ მეუღლესთან, მელანია ტრამპთან და მათ საერთო შვილთან, 10 წლის ბარონთან ერთად იცხოვრებს.