loader

ანსამბლმა "ბასიანი" ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონცერტო ტურნე გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანსამბლმა "ბასიანი" ამერიკის შეერთებულ შტატებში საკონცერტო ტურნე გამართა

საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიან"-მა ცნობილ ამერიკულ საპროდიუსერო კომპანია David Eden Productions-თან თანამშრომლობით ამერიკის შეერთებული შტატებში ტურნე გამართა.
ანსამბლმა ტურნე კალიფორნიიდან დაიწყო, სადაც 10 დღე დაყო და კონცერტები 4 ქალაქში: სტენფორდი, ბერკლი, სანტამონიკა და სანტაბარბარა ჩაატარა.. ანსამბლის პირველმა კონცერტმა , კალიფორნიის შტატში, სტენფორდის უნივერსიტეტში, აღფრთოვანებულ მსმენელთა დიდი ოვაციები ჩაიარა რასაც გაზეთ “Los Angeles Times”-ის გამოხმაურებაც მოყვა.

კონცერტების პარალელურად "ბასიანმა" ვორქშოფები და მასტერკლასები გამართა.სანტაბარბარაში ანსაბლის წევრები შეხვდნენ შესანინავ ქალთა ანსამბლს "კიტკა"-ს, რომელთაც შეასწავლეს რამოდენიმე ქართული ხალხური სიმღერა. მათივე ინიციატივით მოეწყო საჯარო ვორქშოფი, სადაც ყველა მსურველს შეეძლო მოხვედრა და ქართული სიმღერების შესწავლა.

აღსანიშნავია რომ ანსამბლისთვის ეს რიგით მესამე გასვლა იყო შტატებში.ისინი სამომავლოდაც გეგმავენ რომ ეწვიონ შეერთებულ შტატებს და ამერიკელი მსმენელისთვის კიდევ მრავალჯერ გააჟღერონ ქართული ხალხური სიმღერები.