loader

ტრამპის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პირველი მიმართვის ქართული თარგმანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპის, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პირველი მიმართვის ქართული თარგმანი

სიტყვით გამოსვლაში ტრამპმა მომხრეებს მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება მიულოცა.
"პირობას ვდებ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე მიმართა ყველა იმ ამერიკელს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა არ მისცა და განაცხადა, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობა აშშ-ის გაერთიანების მიზნით.

დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლაში მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებულ ძალას აშშ-სთვის "დიდი ეკონომიკური გეგმა" აქვს.

"ჩვენ გავაორმაგებთ ზრდას და გვექნება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა. ამასთან, ვიმუშავებთ ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ამის სურვილი ექნება. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვექნება. არც ერთი ოცნება არ არის მეტისმეტად დიდი და არც ერთი გამოწვევა არ არის მეტისმეტად ძლიერი. არაფერი, რისი მიღწევაც ჩვენი მომავლისთვის გვინდა, ჩვენთვის არ არის ხელმიუწვდომელი. ამერიკას მხოლოდ საუკეთესო ექნება ყველაფერი", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ს უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

„თითოეულ ამერიკელს ექნება შესაძლებლობა, თავისი პოტენციალი სრულად გამოიყენოს. ჩვენი ქვეყნის დავიწყებული მამაკაცები და ქალები დავიწყებულები აღარ იქნებიან" , - განაცხადა ტრამპმა და იქვე დასძინა, რომ მისთვის აშშ-ის ინტერესები "ყოველთვის პირველ ადგილზე" იქნება.