ნამდვილი დრამა ყინულზე - რა მოხდა და როგორ აატირა 18 წლის მოციგურავემ მთელი რუსეთი
მოსკოვში ფიგურულ სრიალში გრან-პრის მორიგი ტური გაიმართა. ნამდვილი დრამის მომსწრე გახდა დამსწრე საზოგადოება მოციგურავე იულია ლიპნიცკაიას გამოსვლის დროს. 18 წლის სპორტსმენმა მოკლე პროგრამა არაჩვეულებრივად ისრიალა და ყველა ელოდა, რომ თავისუფალი პროგრამითაც კარგად გამოვიდოდა, მაგრამ შუა სრიალისას მან გამოსვლა შეაჩერა და მწვრთნელთან მივიდა. შემდეგ კი სიტუაციის ასახსნელად მსაჯებისკენ გაემართა. როგორც გაირკვა, იულიამ რამდენიმე საათით ადრე, ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო და ფეხს იტკიებდა, რაც უკვე გამოსვლის დროს გაუმძაფრდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოციგურავემ მაინც დაასრულა სრიალი და დარბაზისგან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ასევე იხილეთ: უფრო გაზრდილი და გალამაზებული - სოჭის ოლიმპიადის აღმოჩენა იულია ლიპნიცკაია ყინულს დაუბრუნდა
ასევე იხილეთ: უფრო გაზრდილი და გალამაზებული - სოჭის ოლიმპიადის აღმოჩენა იულია ლიპნიცკაია ყინულს დაუბრუნდა