loader

7 ნოემბრის დარბევის აქამდე უცნობი ისტორიები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 ნოემბრის დარბევის აქამდე უცნობი ისტორიები

"პალიტრანიუსის" რუბრიკა "თავისუფალი თემა" 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენეს ეხმაურება.
2007 წლის 7 ნოემბერი. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თარიღი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
გაერთიანებული ოპოზიცია, საერთო კრების სახელით, კარვების ქალაქის გაშლას აანონსებს. მოთხოვნა ერთია: დაუყოვნებლივ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
7 ნოემბერს დილის 7 საათზე გამთენიისას, პარლამენტის შენობასთან, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისახელისუფლებო აქცია იმართება, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიდიან. პოლიცია გზის სავალი ნაწილის გახსნის გადაყვეტილებას იღებს, რასაც მომიტინგეთა მობილიზება და დაპირისპირება მოჰყვა. შეტაკების პირველი ტალღის შემდეგ, წინააღმდეგობის მიუხედავად, საპროტესტო აქციაში მონაწლიეობის მისაღებად ადგილზე უფრო მეტი ადამიანი მიდის. ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად ვითარდება.
დღის11 საათი, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი ჩნდება.
დაახლოებით რამდენიმე საათში, მშვიდობიან დემონსტრანტებს სპეცრაზმი წყლის ჭავლით, რეზინის ხელკეტებით, ცრემლსადენი გაზით, აკუსტიკური თოფებითა და რეზინის ტყვიებით არბევს.