სასტუმრო სახანძრო მანქანაში
ევიმორში (შოტლანდია), ინშრიაკების საგვარეულო მამულში ერთი უცნაური სასტუმრო არსებობს. ის ძველისძველი სახანძრო მანქანის ძარაზეა მოწყობილი და მხოლოდ ორ ადამიანზეა გათვლილი. არაორდინარულ სასტუმროს Beer Moth ჰქვია, ხოლო ავტომობილი, რომელშიც სასტუმროა განთავსებული, 1956 წლის Commer Q4-ია. მრავალი წლის წინ ის სახანძრო სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა.
სასტუმროს ინტერიერი თითქმის მთლიანად მეორადი ავეჯითა და აქსესუარეებითაა დეკორირებული. აქ დგას ვიქტორიანული სტილის ძველისძველი ფართო საწოლი, სავარძელი და ხის სკამები, კარი ძველი ფერმის კოტეჯის ნანგრევებიდანაა წამოღებული, ხოლო იატაკზე ტიუდორების სასახლის რეკონსტრუქციის შემდეგ გადაყრილი პარკეტია დაგებული.