loader

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - სად მუშაობდნენ დაკავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - სად მუშაობდნენ დაკავებულები

სამართალდამცველებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში მდებარე სასტუმროს, ბარებისა და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორები დააკავეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, დაკავებულები არიან: 1975 წელს დაბადებული ა.ნ., 1967 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. და 1958 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).