loader

მობილურების შემდეგ "სამსუნგის" სარეცხი მანქანებიც ფეთქდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მობილურების შემდეგ "სამსუნგის" სარეცხი მანქანებიც ფეთქდება

მობილური ტელეფონის "გალაქსი ნოუთ 7-ის" შემდეგ, "სამსუნგი" 3 მილიონამდე სარეცხ მანქანას უკან იბრუნებს. მიზეზი ამჯერადაც აფეთქების რისკია. კომპანია სამსუნგმა სარეცხი მანქანების გამოთხოვის შესახებ განცხადება პარასკევს გააკეთა, როცა გაირკვა, რომ რეცხვისას სარეცხ მანქანას შესაძლოა ხუფი ასძვრეს და ადამიანი დააზიანოს. სამსუნგის განცხადებით ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც თეთრეული, წყალგაუმტარი ან დიდი ზომის მძიმე სარეცხი, მანქანის დოლურაში მაღალი სიჩქარით ტრიალებს. გაფრთხილება იმ სარეცხ მანქანებს ეხება, რომლებსაც დოლურა მოწყობილობის ზედა ნაწილში აქვს მოთავსებული. მსგავსი შემთხვევა აგვისტოშიც დაფიქსირდა. სამსუნგს ტეხასელმა მომხმარებელმა სასამართლოში უჩივლა. მომხმარებლის თქმით, აფეთქების სიძლიერემ ავტოფარეხის კედელი გაანგრია. იმავე მიზეზით კომპანიამ 2,5 მლნ "გალაქსი ნოუთ 7" მოდელის მობილური ტელეფონი გმაოითხოვა. მომხმარებლებს კი, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ ეს ტელეფონები, მოუწოდა, რომ გამორთონ და არ გამოიყენონ.