loader

საჰაერო ბუშტი, რომელიც სამყაროს დაასკანერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჰაერო ბუშტი, რომელიც სამყაროს დაასკანერებს

NASA-ს ინოვაციების გამარჯვებული გეგმავს კოსმოსში გიგანტური საჰაერო ბუშტის გაშვებას, რომელშიც ტელესკოპი იქნება მოთავსებული და უკეთესად დაინახავს ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს. როგორც იდეის ავტორი და ასტრონომი კრისტოფერ ვოლკერი ამბობს, ფეხბურთის მოედნის ზომის ბუშტში მოთავსებული იქნება გაცილებით პატარა ზომის გასაბერი, ნახევრად ალუმინის რეფლექტორი. ის გეგმავს ბუშტის დედამიწის ზედაპირიდან 37,000 მეტრზე გაშვებას, რომელიც იმოქმედებს, როგორც ძლიერი ტელესკოპი და შეძლებს სინათლის ტალღის სიგრძეების დაჭერას და სამყაროს სკანირებას. NASA-ს წარმომადგენლების თქმით, სინათლის ტალღის სიგრძეების გაზომვა მეცნიერებს მისცემს არა მარტო ვარსკვლავების დანახვის საშუალებას, არამედ იმის დადგენას, თუ სად არის მოსალოდნელი ახალი ვარსკვლავების წარმოშობა. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, LBR(დიდი საჰაერო ბუშტის რეფლექტორი) შეძლებს დედამიწის ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სათბური აირების გამოშვების დადგენას.