როდემდე გასტანს უნალექო ამინდი? - მომავალი კვირის პროგნოზი
6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ იწვიმებს, მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით 13-18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ხვალ უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში დღისით 14-19 გრადუსს შეადგენს.