loader

მეორე მთავარი ეჭვმიტანილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში - თურქეთის მთავრობა მის ვინაობას ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეორე მთავარი ეჭვმიტანილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში - თურქეთის მთავრობა მის ვინაობას ასახელებს

თურქეთის ხელისუფლებამ ივლისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მეორე მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, ის ადგილობრივი ქაღალდის კომპანიის დირექტორი ქემალ ბათმაზია.

ანკარა მიიჩნევს, რომ ბათმაზი თანამშრომლობდა გადატრიალების სულისჩამდგმელ, უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელ ადილ ოქსიუზთან, რომელიც გადატრიალების მცდელობის შემდეგ მაშინვე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათმაზი ივლისში თან ახლდა ოქსიუზს ამერიკაში ფეთჰულა გიულენთან შესახვედრად, რომლებიც თურქეთში გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე, 13 ივლისს დაბრუნდნენ.

ამ დროისთვის ქემალ ბათმაზი ანკარის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.