ყველასათვის საყვარელი ოლიმპიური ჩემპიონი წყვილი ყინულზე დაბრუნდა და შთამბეჭდავი წარმოდგენით ტურნირიც მოიგო
კანადელი მოციგურავეები, ტესა ვირტუ და სკოტ მოირი თავის დროზე ყველაზე ძლიერ მოციგურავეებად ითვლებოდნენ. ისინი არაერთი ტურნირის გამარჯვებულები იყვნენ, ხოლო 2010 წელს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგეს, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე კი მეორე ადგილი დაიკავეს. ამის შემდეგ მათ შესვენება აიღეს და ვრცელდებოდა ხმები, რომ ისინი სპორტიდან წავიდნენ. თუმცა ყველა გაახარეს, როდესაც განაცხადეს, რომ მათ დაბრუნება გადაწყვიტეს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ტურნირებზე. პირველი ასეთი სერიოზული გამოსვლა ტესას და სკოტს კანადის გრან-პრიზე ჰქონდათ. მათ ისე ისრიალეს, თითქოს არც კი აუღიათ პაუზა და როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირზე პირველი ადგილიც დაიკავეს.
ასევე იხილეთ: ორი უძლიერესი წყვილის დაპირისპირება ოქროს მედლისთვის სოჭის ოლიმპიადაზე
ასევე იხილეთ: ორი უძლიერესი წყვილის დაპირისპირება ოქროს მედლისთვის სოჭის ოლიმპიადაზე