loader

უნდა გაიზარდოს თუ არა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნდა გაიზარდოს თუ არა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების დაფინანსება?

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების დაფინანსება იზრდება. პროექტის მიხედვით, მომავალ წელს სიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებისთვის გადასაცემი თანხა 946 მლნ ლარს შეადგენს, რაც 37%-ით აჭარბებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპერტების განმარტებით, დაფინანსების ზრდა, ერთი მხრივ, სიპ-ებისა და აიპ-ების რაოდენობის მატებამ განაპირობა.

ექსპერტების ნაწილი იურიდიული პირებისთვის დაფინანსების ზრდას სახელმწიფოს მიერ საჯარო ფინანსების არარაციონალურ ხარჯვად მიიჩნევს. მათი აზრით, ორგანიზაციები, რომლებსაც თვითდაფინანსების შესაძლებლობა აქვთ,  ბიუჯეტიდან აღარ უნდა ფინანსდებოდნენ. იურიდიული პირების განცხადებით, დაფინანსების შემცირება მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.