loader

ბოლო თარიღი, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი უნდა შეიკრიბოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო თარიღი, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი უნდა შეიკრიბოს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. 18 ნოემბერი ის უკიდურესი ვადაა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოსცეს.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა იღებს.

რაც შეეხება ახალარჩეული პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ნათქვამია, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იმართება - არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში.