რა ხდება ამ წუთებში მარნეულში
მარნეულში, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის არჩევნებში გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. შტაბთან შეკრებილმა მხარდამჭერებმა ნავერიანს შეძახილებითაც მიულოცეს და გამარჯვების ნიშნად ფოიერვერკებიც გაუშვეს.
როგორც ნავერიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე ცნობილია გარკვეული უბნების მონაცემები, რომლის მიხედვითაც ის დამაჯერებელი უპირატესობით იმარჯვებს, რაც, მისი თქმითვე, მოსალოდნელი იყო.
როგორც ნავერიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე ცნობილია გარკვეული უბნების მონაცემები, რომლის მიხედვითაც ის დამაჯერებელი უპირატესობით იმარჯვებს, რაც, მისი თქმითვე, მოსალოდნელი იყო.