loader

აკრძალვები, რომლებიც დღეს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მოქმედებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აკრძალვები, რომლებიც დღეს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მოქმედებს

არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს კანონით დადგენილი რამდენიმე აკრძალვა მოქმედებს. უშუალოდ კენჭისყრის შენობაში, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ასევე საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა. აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ამასთან არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, დღის 20:00 საათამდე. გარდა ამისა, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ ფოტო-ვიდეოგადაღება აწარმოონ. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება.