loader

გუშაგი ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა - ირაკლი შოთაძე კრწანისის ინციდენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუშაგი ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა - ირაკლი შოთაძე კრწანისის ინციდენტზე

მთავარი პროკურორი "კრწანისის" სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, ირაკლი შოთაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ გუშაგი ინსტრუქციების ფარგლებში მოქმედებდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 საათზე სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირები შეიჭრნენ. სამი უცხო პირი განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილა და მას თავს დაესხა, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. შედეგად 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია გარდაიცვალა. ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს.