loader

უვადოდ დანიშნულ 12 მოსამართლეს შორის გიგი უგულავასა და "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებიც არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უვადოდ დანიშნულ 12 მოსამართლეს შორის გიგი უგულავასა და "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებიც არიან

საქართველოს სასამართლოების ისტორიაში პირველად 12 უვადოდ დანიშნული მოსამართლე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის მოსამართლეები, რომლებსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებოდათ, თბილისსა და რეგიონების სასამართლოებში უვადოდ დაინიშნენ.

კანდიდატების უმეტესობასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, კანდიდატების მცირე ნაწილს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრმა მხარი არ დაუჭირა.

უვადოდ დაინიშნა რამდენიმე რეზონანსული საქმის მოსამართლე, მათ შორის, მეორე ინსტანციაში "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის საკითხზე მხარი საბჭოს 14-ვე წევრმა დაუჭირა. ასევე უვადოდ დაინიშნა გორის რაიონულ სასამართლოში გერმანე დადეშქელიანი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლე იყო.