იმ პირების ვინაობა, რომლებმაც "კრწანისის" სასწავლო ცენტრიდან გაქცევა მოახერხეს, ჯერ კიდევ დაუდგენელია
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "კრწანისის" სასწავლო ცენტრში მომხდარი შემთხვევის მონაწილე ორი პირის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია და შესაბამისად, მომხდარი შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ უწყებას არ აქვს ინფორმაცია, დატოვეს თუ არა ამ პირებმა საქართველო.
როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, იმ მოტივით, რომ გიგა შენგელიას თანმხლები პირების ვინაობა დაუდგენელია, სამხედრო პოლიციას არც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუმართავს იმის დასადგენად, გადაკვეთა თუ არა "კრწანისის" სასწავლო ცენტრიდან გაქცეულმა ორმა პირმა საქართველოს საზღვარი.