რატომ შეჩერდა სწავლა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში?
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერებულია. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი წყალსაქაჩი სისტემის ავარია გახდა, რამაც აკადემიის წყლით მომარაგების და შესაბამისად, გათბობის სისტემის შეჩერება გამოიწვია.
"ბუნებრივია, ჩვენ კურსანტებს ამ ამინდის პირობებში სასწავლებელში ვერ დავტოვებდით. ეს ორი აკადემიური დღე მათ აუნაზღაურდებათ შაბათ-კვირის ხარჯზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.