loader

"გარემოს მიადგა 350 მლნ-ზე მეტი ზიანი" - საგამოძიებო სამსახური "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტის დაკავების შესახებ იუწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარემოს მიადგა 350 მლნ-ზე მეტი ზიანი" - საგამოძიებო სამსახური "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტის დაკავების შესახებ იუწყება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე შპს "ჯორჯიან მანგანეზის" იურისტი მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც Palitratv.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, რითაც გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულ იქნა იურიდიული პირი შპს "ჯორჯიან მანგანეზი".