რამ გამოიწვია საწვავის 4-6 თეთრით გაძვირება ქართულ ბაზარზე
ბენზინისა და დიზელის ფასმა ბრენდირებულ სადგურებზე 4-6 თეთრით მოიმატა. ცვლილება არაბრენდირებულ ბენზინგასამართსადგურებზეც აისახა. ნავთობიმპორტიორთა კავშირში საწვავის გაძვირებას ლარის გაუფასურებითა და ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მატებით ხსნიან.