loader

მომავლის სათამაშო - მოლაპარაკე კატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მომავლის სათამაშო - მოლაპარაკე კატა

წარმოგიდგენთ ეგრეთ წოდებულ მომავლის შინაურ ცხოველს, სახელად KiQ-ს, რომელიც თქვენ იდეალურ კომპანიონობას გაგიწევთ და ამავდროულად, დაგეხმარებათ, იყოთ გაცილებით ორგანიზებული. KiQ - ეს არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სათამაშო, რომელიც უკაბელოდ უკვშირდება ჩვენს ტელეფონს. როგორც ამბობენ, ის გვატყობინებს შემოსული ზარების, შეტყობინებების, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და თარიღების შესახებ. თუმცა, ასევე ამბობენ, რომ მას ამავდროულად, შეუძლია ჩვენი გართობა და სახალისო ანეკდოტების მოყოლა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგწონთ მისი ხუმრობა, შეგიძლიათ თავზე მოეფეროთ და ის დაიმახსოვრებს, თუ როგორი იუმორი მოგწონთ. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მეგობარი კატა მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა დგას, ხოლო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნისას ჩუმადაა. როგორც ამბობენ, მისი დახმარებით თქვენ არასოდეს გამოგრჩებათ ზარი ან შეტყობინება, თუნდაც ტელეფონი სხვა ოთახში გედოთ. სათამაშო რამდენიმე ფერშია გამოსული, შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი კატა. როგორც ამბობენ, სხვა მოწყობილობებისგან და აპლიკაციებისგან განსხვავებით, როგორიცაა GPS, ის არ გამოსცემს არასასიამოვნო ხმას, პირიქით, გართობთ და გახალისებთ.