ავარია რესტორან "წისქვილთან": ავტომანქანამ ახალგაზრდა წყვილი გაიტანა, მძღოლი გაიქცა
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, რესტორან "წისქვილთან" ავარია მოხდა. ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, რესტორანთან სწრაფად მოძრავმა ავტომანქანამ ახალგაზრდა წყვილი გაიტანა. თვითმხილველთა თქმით, შემთხვევის ადგილზე მძღოლი არ შეჩერებულა და დაზარალებულები მიატოვა. ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები.