loader

მაკა ჩიჩუას ულამაზესი კაბა რომის პაპთან შეხვედრაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაკა ჩიჩუას ულამაზესი კაბა რომის პაპთან შეხვედრაზე

რომის პაპი საქართველოშია. ფრანცისკეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პატრიარქი, პრეზიდენტი და პირველი ლედი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის და საგარეო საქმეთა მინისტრები, თბილისის მერი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. პაპი ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრას მართავს. დღესვე საპატრიარქოში ის ილია მეორეს შეხვდება.პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები. რომის პაპი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.