"გახდა პოლიტიკოსი, რომელიც ენას აჭარტალებს" - გია ვოლსკი ბურჭულაძეზე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პლატფორმა "სახელმწიფო ხალხისთვის" გაერთიანებაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. გია ვოლსკის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში მომხდარი დაპირისპირება ბუნებრივ პროცესად მიაჩნია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, იმიჯი, რაც ბურჭულაძეს გააჩნდა, პოლიტიკაში მოსვლიდან მალევე სრულად დაკარგა. საარჩევნო ბლოკი "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" გუშინ დატოვა.