loader

"ქართულმა ოცნებამ" "ქართუ" ბანკიდან წინასაარჩევნოდ მილიონი ლარი ისესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართულმა ოცნებამ" "ქართუ" ბანკიდან წინასაარჩევნოდ მილიონი ლარი ისესხა

"ქართულმა ოცნებამ" "ქართუ" ბანკიდან წინასაარჩევნოდ მილიონი ლარი ისესხა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, პარტიის მიერ ბანკიდან სესხის აღება 9 სექტემბერს მოხდა. მისი დაფარვის ვადა 4 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 11%-ია. სესხის უზრუნველყოფად მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავის მხრივ იმ პარტიების მიერ მილიონ ლარამდე გაწეული ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას გულისხმობს, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა.