loader

როგორ იქცა ჩვეულებრივი წყლის წვეთი სათვალედ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იქცა ჩვეულებრივი წყლის წვეთი სათვალედ

სათვალე უამრავი ადამიანისთვის იმდენად ყოველდღიურ და ჩვეულებრივ საგნად იქცა, რომ არავის აზრადაც არ მოსდის, ამ უნიკალური გამოგონებისთვის სათანადო პატივის მიგება.

დაახლოებით 1280 წელს, გაყინულმა წყლის წვეთმა, ისტორიისთვის უცნობი შუშის ოსტატის ყურადღება მიიქცია. მან გაყინული წვეთი ხელში აიღო და გაკვირვებული დარჩა, როდესაც მიხვდა, რომ მისი მეშვეობით შეიძლებოდა არა მარტო ამა თუ იმ საგნის გადიდება, არამედ ხანდაზმული ადამიანის მხედველობის გაუმჯობესებაც. ასე რომ, წყლის წვეთი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს სათავლის წინამორბედად.