ხმაური "არამიანცის" საავადმყოფოში - დაცვამ "რუსთავი 2" შენობაში არ შეუშვა
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო პირველი კლინიკური საავადმყოფოს პირველი სართული დაიტბორა. "კურიერის" გადამღები ჯგუფის ინფორმაციითვე, მედიას შენობაში დაცვის სამსახური არ უშვებდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მისულ სამაშველო ეკიპაჟს სიტუაცია სტაბილური დახვდა და ამოტუმბვის სამუშაოების ჩატარება საჭირო არ გახდა.