ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა
ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად გადმოეცემა. საფრანგეთში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდება 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტის ხელმოწერის ცერემონიას ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრებიან.