როგორ შეიცვლება საქართველოში ნარკოპოლიტიკა ირაკლი ალასანიას გამარჯვების შემთხვევაში
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ირაკლი ალასანია ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას გეგმავს - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო პროგრამაშია აღნიშნული. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს. მათივე მოსაზრებით, ამისთვის საჭიროა ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმირება. ამას გარდა - ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვის, სამხედრო - საპოლიციო და სადაზვერვო ძალების სრული დეპოლიტიზაცია.ეს არის თავისუფალი დემოკრატების სამომავლო პრიორიტეტები, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შეთხვევაში გეგმავენ.