ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას - კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე
ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ქვეყნის მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ.