ჩინეთში კოკისპირული წვიმის გამო 6 ადამიანი დაიღუპა, 10 დაკარგულად ითვლება
ჩინეთში კოკისპირული წვიმის გამო 6 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 10 მოქალაქე. სტიქიამ ამჯერად სიჩუანის პროვინცია დააზარალა. ხანგრძლივი წვიმისგან გამოწვეული ღვარცხოფის გამო, უამრავი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები უკვე დაწყებულია.