პაატა ბურჭულაძის პარტია ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს. როგორც "სახელმწიფო ხალხისთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა, პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი არის აზრთა სხვადასხვაობა პარტიის ლიდერთან პაატა ბურჭულაძესთან.