loader

რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. გაფიცულები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, დაცული არ არის უსაფრთხოების ზომები. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ. სოფელ ზვარეში "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით, ჩინური რკინიგზის 23-ე ბიურო წყვილლიანდაგიანი სარკინიგზო ლიანდაგისა და გვირაბის მშენებლობას აწარმოებს.