ნიუ ჯერსის რკინიგზის სადგურზე 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, მათგან ერთი ამოქმედდა
ნიუ ჯერსის რკინიგზის სადგურზე 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ადგილზე პოლიცია და ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები მუშაობდნენ, როდესაც ერთ-ერთი ასაფეთქებელი ამოქმედდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასაფეთქბელი მოწყობილობები ნაგვის ურნაში ჩაგდებულ ზურგჩანთაში იყო მოთავსებული. მათ დეტონაციაზე რობოტები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება. დილიდან ნიუ-ჯერსის რკინიგზის სადგურზე შეჩერებულია მატარებლის რეისები.