loader

კიდევ ერთი აფეთქება აშშ-ში - ხელნაკეთი ბომბი ნიუ-ჯერსიში ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ ერთი აფეთქება აშშ-ში - ხელნაკეთი ბომბი ნიუ-ჯერსიში ამოქმედდა

მანჰეტენის შემდეგ აფეთქების ხმა ნიუ-ჯერსიშიც გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიუ-ჯერსიში მარათონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ამოქმედდა. პოლიციის ინფრომაციით, ლითონის მილისგან დამზადებული ბომბი, ისევე როგორც ნიუ-იორკში, აქაც ნაგვის ურნაში იყო ჩამონტაჟებული. ის ზუსტად იმ ადგილას ამოქმედდა, სადაც საქველმოქმედო მარათონის მონაწილეები სტარტისთვის ემზადებოდნენ. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველების განცხადებით მონაწილეები აფეთქებას მხოლოდ იმ მიზეზით გადაურჩნენ, რომ სტარტი ნახევარი საათით გადაიდო. მომხდარს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს და ნიუ-იორკის აფეთქებასთან კავშირის დადგენას ცდილობს. აფეთქებისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებიათ.