loader

რუსეთში ბიზნესმენმა გოგონა ყველას თვალწინ სცემა და მოკვლის მუქარით სასაფლაოზე გაიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში ბიზნესმენმა გოგონა ყველას თვალწინ სცემა და მოკვლის მუქარით სასაფლაოზე გაიტაცა

33 წლის ფატიმას მოტაცება კრასნოდარში ერთ-ერთი ძვირადღირებული რესტორნიდან, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეოზე ჩანს, როგორ ატარებს დროს მანდილოსანი ორ მამაკაცთან ერთად, ამასთნ ერთ-ერთს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. ამ დროს რესტორანში უცნობი მამაკაცი შედის, ყველას თვალწინ ფატიმას რამდჯერმე მუშტს უთავაზებს, შემდეგ ხელს თმებში კიდებს და ისე გაჰყავს დაწესებულებიდან. მამაკაცი მანდილოსანს მანქანაში, BMW X6-ში სვამს და სასაფლაოსკენ მიჰყავს, გზაში კი მოკვლით ემუქრება. ფატიმამ გაქცევა მაშინ მოახერხა, როდესაც მანქანა შუქნიშანზე იყო გაჩერებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი 44 წლის ბიზნესმენი იყო, რომელიც უკვე 5 წელია, რაც ფატიმას იცნობდა და მხოლოდ ბოლო ორი თვეა გადაწყვიტა მის მიმართ გრძნობები გაემხილა, თუმცა გოგონასგან უარი მიიღო. ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია.