loader

დაკავებული პოლიციელის მეუღლე შიმშილობას აპირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებული პოლიციელის მეუღლე შიმშილობას აპირებს

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული, სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის ახლობლები ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, პოლიციელი დემურ სტურუას თვითმკვლელობაში დამნაშავე არ არის და დიდი იმედი აქვთ, რომ საგამოძიებო ორგანოები გამოძიებას ობიექტურად ჩაატარებენ. აქციაზე გოდერძი თევზაძის მეუღლემ ოლქის პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. ირმა ბოლოთაშვილის თქმით, მისი მეუღლე უდანაშაულოა და ის აპირებს შიმშილობას, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება. სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და პოლიციას ჩაბარდა. როგორც მან სამართალდამცველებთან ჩაბარებამდე განაცხადა, დემურ სტურუასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა.