"დავით ბაქრაძეს ერთი საათი ვაწვებოდი, წამოდი "ნაციონალური მოძრაობიდან მეთქი" - ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკურ ინდივიდებთან და ძალებთან მიმდინარე სხვადასხვა საუბრები გაასაჯაროვა. როგორც ივანიშვილი აცხადებს, მან დავით ბაქრაძეს ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვება შესთავაზა. ამის თაობაზე ბაქრაძეს ის სტრასბურგში ესაუბრა. მისივე თქმით, დავით უსუფაშვილმა რამდენჯერმე კუბლაშვილის მხარდაჭერა სთხოვა.