"როცა ვთხოვე, გვერდით დაგვიდექი-თქო, უამრავი ფული მოითხოვა " - ბურჭულაძეზე ნაწყენი ივანიშვილი და მსოფლიო ბანის პასუხი
სამი წელია, ბურჭულაძე არ მინახავს, ნაწყენი ვიყავი, რადგან თავის დროზე, როცა ვთხოვე, გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ექსპრემიერის თქმით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილთან დადის ოდესაში, რისი ამსახველი ფოტოებიც, მისივე თქმით, გამოქვეყნდა.