loader

"თიბისი" "ბანკ რესპუბლიკას" 315 მილიონ ლარად ყიდულობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თიბისი" "ბანკ რესპუბლიკას" 315 მილიონ ლარად ყიდულობს

"თიბისი ბანკი" "ბანკი რესპუბლიკის" აქციების 93,64%-ს 315 მილიონ ლარად (103 მილიონ ფუნტად) შეიძენს. "თიბისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბანკი რესპუბლიკის" მფლობელ ფრანგულ "სოსიეტე ჟენერალთან" საბოლოო შეთანხმება მიღწეულია.

გარიგების თანახმად, თანხის 70%-ის დაფარვა მოხდება ნაღდი ფულით ბანკის საკუთარი ფონდიდან, 30% კი "თიბისი" ბანკის ახლახან გამოცემული აქციებით. შედეგად, "სოსიეტე ჟენერალი" "თიბისი ბანკის" აქციების 5,4%-ის მფლობელი გახდება. "თიბისი"-ს ცნობით, ბანკმა ასევე დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მფლობელობაში დარჩენილი აქციების 6,36%-ის შეძენის თაობაზე.