ცესკო-ს თავმჯდომარემ "მრეწველების" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე განკარგულება გამოსცა
საარჩევნო ბლოკი "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განკარგულებაში ცესკო განმარტავს, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.
განკარგულებაში ცესკო განმარტავს, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.