სირიაში დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა ამოქმედდეს
აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა შეიმუშავეს. მოლაპარაკებები, რომლებშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდნენ, 12 საათს გაგრძელდა.
ჯონ კერის განცხადებით, გეგმის შესრულების შემთხვევაში, სირიაში მიმდინარე კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი დადგება.
მიღწეული შეთანხმებით, 12 სექტემბრიდან სირიის კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. 7 დღის შემდეგ შეიქმნება სპეციალური ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას.