loader

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმში დანაშაულის აღკვეთისას პოლიციელი დაიჭრა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უწყების აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა.

”შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორ გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ვ.მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.