კახა კალაძე თანამდებობას ტოვებს
არჩევნებში მონაწილეობის გამო მინისტრის თანამდებობის დატოვება მთავრობის კიდევ ერთ წევრს - ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს უწევს.
როგორც ცნობილია, კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.