უფრო მძლავრი, წყალგამძლე და უსადენო ყურსასმენით - როგორია ახალი iphone 7 და iPhone 7 Plus
კომპანია Apple-მა სან-ფრანცისკოში ახალი პროდუქტების, მათ შორის, iPhone 7 და iPhone 7 Plus პრეზენტაცია გამართა.
"ეფლის" ორივე ახალი სმარტფონი წყალგაუმტარი კორპუსით, ახალი მძლავრი პროცესორით, 12-მეგაპიქსელიანი კამერით, 6-ფენიანი ლინზებითა და გამოსახულების სტაბილიზების ფუნქციით იქნება აღჭურვილი.
პრეზენტაციაზე საბოლოოდ დადასტურდა მანამდე მოარული ხმები - ახალ სმარტფონებს არ ექნება 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის. განსაკუთრებული სიახლეა ისიც, რომ ახალი სმარტფონის ელემენტები ყველაზე გამძლეა და მთელი ორი საათით მეტს მუშაობს, ვიდრე მისი წინამორბედი მოდელის ელემენტები. iPhone 7-ის ელემენტი სრული დამუხტვით 14 საათი ძლებს, თუ Wi-Fi-შია ჩართული, ხოლო 4G რეჟიმში - 12 საათი; iPhone 7 Plus კი ორივე შემთხვევაში 15 საათი მუშაობს.
ახალი მოდელები აღჭურვილია 64-ბიტიანი ოთხბირთვიანი პროცესორით A10 Fusion, რომელიც მოწყობილობის მუშაობას 40%-ით აჩქარებს, ვიდრე iPhone 6s პროცესორით A9. Apple-მა გაზარდა მინიმალური მეხსიერების მოცულობა 32 გეგაბაიტამდე. ასევე შესაძლებელია სმარტფონების ყიდვა 128 და 256-გეგაბაიტიანი მოცულობით.
წაიკითხეთ სრულად bpn.ge-ზე