loader

ხელოვნური თოვლის დამზადება ზაფხულში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელოვნური თოვლის დამზადება ზაფხულში

ახლა უკვე ზაფხულშიც შესაძლებელია ხელოვნური თოვლის დამზადება და თხილამურებზე სრიალი. იტალიური კომპანიის, TechnoAlpin-ის ინოვაციური თოვლის დასამზადებელი დანადგარი, სახელად Snowfactory ("თოვლის ქარხანა") უკვე დაიტესტა ამერიკის ბორეალის სამთო კურორტზე, სადაც ტემპერატურამ 33 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

როგორც ტექნოლოგიის შემქმნელები ამბობენ, თოვლის ქარხნის მექანიზმი სტანდარტული მაცივრის საყინულის პრიციპით მუშაობს, რომელიც ნებიმიერ ოჯახში მოიპოვება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ის სხვა სტანდარტული ყინულის მანქანებისგან განსხვავებით, გაცილებით სწრაფად ყინავს წყალს, მიღებულ ყინულს აქუცმაცებს და შემდეგ მას თანაბრად აფრქვევს 183 მეტრ მანძილზე.