loader

"შემოვარდნენ, ჩხრეკის დროს მიპოვეს კარადის თავზე და ჩამომიყვანეს" - სპეცოპერაციისას დაკავებული დეტალებს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოვარდნენ, ჩხრეკის დროს მიპოვეს კარადის თავზე და ჩამომიყვანეს" - სპეცოპერაციისას დაკავებული დეტალებს იხსენებს

იარაღისა და ნარკოტიკების შენახვა-შეძენაში ბრალდებულ გიორგი ყანჩაველს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო კოლეგია ასევე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. გამოძიება მათ იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

ფეიქრიშვილმა პროცესზე მისი დაკავების დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლეს, დედას, სიდედრს და ეს ყველაფერი მისი 9 წლის შვილის თვალწინ მოხდა. ბრალდებულის ინფორმაციით, როდესაც მიხვდა, რომ მისი დაკავების მიზნით სახლში პოლიცია მიდიოდა, ბინაში დაიმალა.

"შემოვარდნენ. მე დავიმალე სახლში და როცა მე არ დავხვდი, იქვე დაიწყეს ჩხრეკა. ამ ჩხრეკის დროს მიპოვეს კარადის თავზე და ჩამომიყვანეს. ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩანთით იარაღი შემოდო იმ კარადის თავზე, სადაც ვიმალებოდი", - განაცხადა გიორგი ფეიქრიშვილმა.